English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ ნათია ბარბაქაძე
Covid 19 პანდემიის გავლენა ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტზე (აჭარის რეგიონის ქსელური სასტუმროების მაგალითზე)

ჟურნალი N 4.2023

COVID-19-ის პანდემია როგორც მსოფლიოსთვის, ასევე საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. დაზარალდა ტურიზმი და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის სფერო. სტატიაში განხილულია პანდემიის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, განსაკუთრებით, ჰოსფითალითის ინდუსტრიაზე. ყურადღება გამახვილებულია გამოწვეულ პრობლემებზე, როგორიცაა პანდემიის დროს შექმნილი შეზღუდვები, მომსახურების სფეროში შემოსავლების და სამუშაო ადგილების მნიშვნელოვნად შემცირება. გაეროს მოხსენების საფუძველზე, განხილულია პანდემიის შედეგები გლობალური და ადგილობრივი ეკონომიკისთვის, განსაკუთრებით, ტურიზმის ინდუსტრიაში საფრთხეებთან მიმართებით.
საქართველოსთვის ტურიზმი აღიარებულია როგორც ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის არსებითი ფაქტორი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარადგინა „სა-ქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2025“, რომელიც ასახავს ქვეყნის ტურისტული სექტორის ამბიციურ ხედვას. სტრატეგია მიზნად ისახავს საქართველო წარმოჩინდეს როგორც მაღალი ხარისხის ტურისტული მიმართულების ქვეყანა, რომელიც ცნობილია თავისი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობით, მსოფლიო დონის მომსახურებით და სტუმართმოყ-ვარეობის ღრმად ფესვგადგმული ტრადიციით. ეს ხედვა ხაზს უსვამს ტურიზმის უმნიშვნელოვანეს როლს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.
საქართველოსთვის აჭარის რეგიონი გამორჩეულია, როგორც ტურისტული ცენტრი. შავი ზღვის სანაპირო ზოლი, კულტურული და ისტორიული ძეგლების სიმრავლე, დაცული ტერიტორიები, მთიანი აჭარის ლანდშაფტები, უნიკალური ბუნებრივი პირობები და ისეთი ბრენდული სასტუმროები, როგორიც არის „Sheraton”, „Le-Meridien”, „Hilton“, „Radisson” და სხვა, რაც ხელს უწყობს აჭარაში ტურიზმის სწრაფ განვითარებას. აღნიშნული სასტუმროების წარმატება საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის სიძლიერისა და პოტენციალის დასტურია. თუმცა, გლობალური პანდემიის დროს სახელმწიფო რეგულაციებმა და შეზღუდვებმა, როგორიცაა საზღვრების ჩაკეტვა, კარანტინი, სხვადასხვა ღონისძიების აკრძალვა და სხვა, დიდი გავლენა იქონია სასტუმრო სექტორზე. ამ შეზღუდვებმა, ფაქტობრივად, შეაფერხა ტურიზმის მიწოდების ჯაჭვი. შედეგები მძიმე იყო მომსახურების სფეროს ფინანსური სტაბილურობისთვის.
COVID-19-ის პანდემიამდე, საერთაშორისო ბრენდების ქსელის სასტუმროებში დასაქმებაზე დიდი მოთხოვნა იყო, თუმცა, შემცირებული შემოსავალი თანამშრომლების ხელფასების და სასტუმროების ინდუსტრიაში პერსონალის შენარჩუნების პირდაპირპროპორციულია. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ანგარიშის მიხედვით, ტურიზმის სექტორში 100-დან 120 მლნ-მდე სამუშაო ადგილი იყო რისკის ქვეშ იმის გათვალისწინებით, რომ ტურიზმში დასაქმებულთა რაოდენობამ 2019 წელს 330 მლნ-ს მიაღწია.
PricewaterhouseCoopers-ის მიერ საქართველოს ინვესტორთა საბჭოსთან თანამშრომლობით ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა საგანგაშო სტატისტიკა 2020 წლის მარტისა და აპრილის თვეში პანდემიის დასაწყისში, სასტუმროსა და რესტორნების სექტორის 50%-ზე მეტის შემოსავალმა საგრძნობლად იკლო, ასევე, დასაქმებულთა შემცირების ყველაზე მაღალი, 46%-იანი მაჩვენებელი სასტუმროებსა და რესტორნებში დაფიქსირდა. ეს მაჩვენებლები ასახავს პანდემიის მძიმე ეკონომიკურ გავლენას სასტუმრო ინდუსტრიასა და მასში დასაქამებულებზე. ბევრ სასტუმროს გაუჭირდა სტაბილური დამსაქმებლის სტატუსის შენარჩუნება ამ რთულ პერიოდში. პანდემიამ მძიმე დარტყმა მიაყენა სასტუმრო ინდუსტრიის, როგორც საიმედო დამსაქმებლის რეპუტაციას. თუმცა, როდესაც ტურიზმის სექტორმა ნელ-ნელა აღდგენა დაიწყო, სტუმართმოყვარეობისა და მომსახურების სფეროს დამსაქმებლები ნდობის აღდგენისა და პანდემიის დროს დაკარგული გამოცდილი პერსონალის ხელახალი დაქირავების რთული ამოცანის წინაშე დადგნენ. აქედან გამომდინარე, პოსტპანდემიურ პერიოდში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გახდა პროფესიონალი კადრების გადინება. ბევრ თანამშრომელს, ტურიზმის სექტორში არსებული არასტაბილურობის ან უფრო მაღალ ხელფასებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, არ სურდა სასტუმროს ინდუსტრიაში დაბრუნება. აქედან გამომდინარე წარმოიშვა ახალი პრობლემა - მომსახურების ხარისხის დაქვეითება, რაც პირდაპირ კავშირშია კვალიფიციური კადრების დაკარგვასთან, პერსონალის გადინებასა და ადამიანური რესურსების შემცირებასთან.
სასტუმროს ინდუსტრია მთელს მსოფლიოში ავლენს რამდენიმე განსხვავებულ მახასიათებელს, მათ შორის – არაერთგვაროვნებას სასტუმროების ზომისა და ბრენდის კუთვნილების თვალსაზრისით, ასევე სეზონურობა, ადამიანური რესურსების მოქნილობა, არაპროფესიონალი თანამშრომლების მაღალი პროცენტი და თანამშრომელთა ბრუნვის მაღალი დონე. მომხმარებლის კმაყოფილება და, საბოლოო ანგარიშით, სასტუმროს შემოსავალი დამოკიდებულია მომსახურების ხარისხზე, რაზეც დიდ გავლენას ახდენენ თანამშრომლები. სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის მთავარი პროდუქტი მომსახურებაა, ხოლო მომხმარებლის კმაყოფილება და ლოიალურობა დამოკიდებულია სასტუმროს თანამშრომლების მომსახურებაზე. მომსახურების ხარისხის შეფასება არსებითად რთულია, რადგან ის არამატერიალურია და მიწოდება და მოხმარება ერთდროულად ხდება. მომსახურების ხარისხი ეყრდნობა როგორც მომხმარებლის, ასევე სერვისის მიმწოდებლის სუბიექტურ შეფასებას. შესაბამისად, ადამიანური რესურსები, ასრულებს მნიშვნელოვან როლს სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში ორგანიზაციების წარმატებაში. ამიტომ, პრიორიტეტულია თანამშრომლების მოტივაცია მომსახურების მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად. მეორე მხრივ, სასტუმროს ინდუსტრიის გარეფაქტორები, ასევე გავლენას ახდენს თანამშრომლების სამუშაო პირობებსა და კარიერულ პერსპექტივაზე. სასტუმროს ინდუსტრია ცნობილია შედარებით დაბალი ხელფასებით. უფრო მეტიც, სასტუმროები ფუნქციონირებენ შემცირებული პერსონალით არასეზონურ პერიოდში. ამ დროს კი მცირდება თანამშრომელთა რაოდენობა და იზრდება არსებული თანამშრომლების დატვირთვა და სამუშაო საათები. ამ პრობლემის გადასაჭრელად სასტუმროებმა წამოიწყეს სხვადასხვა პროცედურა, მათ შორის - დამატებითი შვებულება, ფიქსირებული ყოველდღიური სამუშაო საათები, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება და წამახალისებელი ბონუსები.
COVID-19-ის პანდემიისას, ადამიანური რესურსების კრიტიკული როლი სასტუმროების ინდუსტრიაში კიდევ უფრო გამოიხატა, როდესაც გამოწვევებთან სასტუმროების ბრძოლის პროცესში, გამოჩნდა გამოცდილი, პროფესიონალი თანამშრომლების მნიშვნელობა.
აღნიშნული პრობლემის მაგალითზე, აჭარის რეგიონში ჩატარდა კვლევა პანდემიის დროს სასტუმრო ინდუსტრიაში საკადრო გამოწვევების დინამიკის გასაგებად. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სასტუმროს სერიოზული სირთულეები შეექმნა, ზოგიერთმა მოახერხა პერსონალის შენარჩუნება.
პანდემიის დროს სასტუმროებში პერსონალის შენარჩუნების შესაძლებლობა ძალიან განსხვავებული იყო. სასტუმროებს, რომლებსაც შეეძლოთ უსაფრთხოების, ფინანსური სტაბილურობისა და საერთაშორისო გამოცდილების საქმიანობაში გადმოტანა, უფრო მეტი შანსი ჰქონდათ შეენარჩუნებინათ პერსონალი. ქსელურ სასტუმროებს, რომლებიც საერთაშორისო ბრენდების ნაწილია, გარკვეული უპირატესობები ჰქონდათ დამოუკიდებელ სასტუმროებთან შედარებით, რაც მოიცავდა ფინანსურ რესურსებზე წვდომას და მენეჯმენტის სტანდარტიზებულ პრაქტიკას. ეს კი - ქსელურ სასტუმროებს საშუალებას აძლევდა მნიშვნელოვნად შეეწყოთ ხელი თანამშრომლების სტაბილურობისთვის.
პანდემიამ, ასევე წარმოაჩინა პროფესიონალი თანამშრომლების მნიშვნელობა, ადამიანური რესურსების მართვისა და სასტუმროების წარმატებული მუშაობისთვის. პანდემიიდან გამოსვლისას ბევრ სასტუმროს შეექმნა პერსონალის გადამზადების პრობლემა. ამის საპირისპიროდ, ქსელური სასტუმროები, რომლებმაც შეძლეს თანამშრომლების შენარჩუნება, უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ, რადგან დროულად და შედარებით მარტივად შეძლეს სამუშაო პროცესების აღდგენა.
საქართველოში, ტურიზმის სექტორის აღდგენასთან ერთად, მნიშვნელოვნად გამოიკვეთა ის ფაქტი, რომ სასტუმროების მენეჯერებმა და მომსახურების სფეროს პოლიტიკის შემქმნელებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ სამუშაოს უსაფრთხოების გაძლიერების, სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და თანამშრომლების პროფესიული განვითარების ინვესტიციებზე. ეს ძალისხმევა არამხოლოდ გააძლიერებს სასტუმრო ინდუსტრიის გამძლეობას, არამედ, ხელს შეუწყობს ქვეყნის უფრო ფართო მასშტაბით ეკონომიკურ აღდგენას. პანდემიის გამოწვევებზე გამოცდილებით და ადამიანური რესურსების მართვის ეფექტური სტრატეგიების განხორციელებით, საქართველოში ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის სექტორს შეუძლია კვლავ აღდგეს და აყვავდეს.

საკვანძო სიტყვები: Covid 19-ის პანდემია, ტურისტული ინდუსტრია, დასაქმება, სასტუმროების ქსელი, კვალიფიციური პერსონალი.

References:
Government of the Autonomous Republic of Adjara (2016). Strategic Development Plan of the Autonomous Republic of Adjara for 2016 - 2021 - Project. http://adjara.gov.ge/uploads/Docs/acdb5711834a4d0e86f1f4f04e46.pdf / last viewed June 22, 2023/
Ministry of Finance of Georgia (2022). Analysis of Macroeconomic Scenarios https://www.mof.ge/images/File/2022/monacemebi_mimarTulebebi/16-03-2022/folderi_1/scenarebis%20analizi.pdf / last view June 14, 2023 /
Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia (2015). Tourism Strategy of Georgia 2025. https://gnta.ge/wp-content/uploads/2015/01/.pdf / last view August 10, 2023
Labor Regulations of the Legislative Messenger of Georgia, a Legal Entity of Public Law Included in the Sphere of Governance of the Ministry of Justice of Georgia.
Legislative Bulletin of the State of Georgia. https://matsne.gov.ge/sites/default/files/files/samartlebrivi_aqtebi/shimaganawesi.pdf last view June 3, 2023 /
Anti-Crisis Plan for the Implementation of Tourism (2020). https://stopcov.ge/ka/Gegma / last seen on August 21, 2023/
Georgian Companies Facing the Challenge of the Covid-19 Pandemic. (May 2020) Pwc https://www.pwc.com/ge/en/assets/pdf/may-2020/Georgia_Covid-19_survey_Report_Final_Georgian_21.05.20.pdf / last accessed May 6, 2023/
Vision 2030 (2022), Georgia’s Development Strategy. https://www.gov.ge/wp-content/uploads/2022/11/khedva-2030-saqarthvelos-ganvitharebis-strategia-1.pdf / last seen July 03, 2023/
Abuselidze G. Mamaladze L. (2020). The Impact of the COVID-19 Outbreak on the Socio-Economic Issues of the Black Sea Region Countries.https://pesquisa.bvsalud.org/global-literature-on-novel-coronavirus-2019-ncov/resource/en/covidwho-891216 /last accessed June 22, 2023/
Armstrong M. (2017). Armstrong’s Handbook of Human Resource Management Practice. https://books.google.ge/books?hl=en&lr=&id=D78K7QIdR3UC&oi=fnd&pg=PR17&dq=9.+Armstrong+M.+(2017).+Armstrong%E2%80%99s+Handbook+of+Human+Resource+Management+Practice.&ots=ekQYNRW9kT&sig=f1K1ZlevZ6ss2zQ5lQ5kXXJAq0I&redir_esc=y#v=onepage&q&f=false / last seen on August 22, 2023/
World Travel and Tourism Council (2019). Travel & Tourism Economic Impact 2019 World. https://wttc.org/research/economic-impact / last view August 10, 2023 /
Burke R.J., Hughes J.C, (2018) Handbook of Human Resource Management in the Tourism and Hospitality Industries. https://www.e-elgar.com/shop/gbp/handbook-of-human-resource-management-in-the-tourism-and-hospitality-industries-9781786431363.html / last view September 10, 2023 /
Hazra S. Nemes Z. (2013). Understanding of Human Resource Management Issues in the Current Hospitality Industry. Journal of Contemporary Development and Management Studies. https://go.gale.com/ps/i.do?id=GALE%7CA568009486&sid=googleScholar&v=2.1&it=r&linkaccess=abs&issn=23831103&p=AONE&sw=w&userGroupName=anon%7E9a9e6fe3&aty=open-web-entry /Last seen July 13, 2023/
Immaneni K. M. Vedala N. S. (2019) A Study on Factors Effecting the Employees Attrition in Hotel Industry with Reference Hyderabad. https://papers.ssrn.com/sol3/papers.cfm?abstract_id=3523667 /Last seen August 11, 2023/
Janes P. Wisnom M. (2011). Changes in Tourism Industry Quality of Work Life Practices. Journal of Tourism Insights. https://scholarworks.gvsu.edu/cgi/viewcontent.cgi?article=1013&context=jti / last view August 8, 2023 /
Katou A. A. (2008). Human Resource Management And Performance In The Hospitality Industry: Methodological Issues. International Journal of Tourism and Hospitality Systems. http://www.publishingindia.com/GetBrochure.aspx?query=UERGQnJvY2h1cmVzfC80MjcucGRmfC80MjcucGRm / Last seen July 11, 2023/
Leppla A. (2016) Marriott International Shares Its Secret to Driving Employee Engagement. https://www.linkedin.com/business/talent/blog/talent-engagement/marriott-international-shares-secrets-to-driving-employee-engagement / last accessed June 12, 2023/
World Travel & Tourism Council (2019) Economic Impact Report https://wttc.org/Research/Economic-Impact / last seen September 12, 2023/
Molina-Azorin J. Tari J. Pereira-Moliner J. Lopez-Gamero M. PertusaOrtega E. (2015). The Effects of Quality and Environmental Management on Competitive Advantage: A Mixed Methods Study in the Hotel Industry. Tourism Management. https://www.academia.edu/34810889/HUMAN_RESOURCE_MANAGEMENT_IN_THE_HOSPITALITY_INDUSTRY_A_guide_to_best_practice / last accessed July 11, 2023/
Moreno-Perdigon M.C. Guzman-Perez B. Ravelo M.T. (2020) Guest Satisfaction in Independent and Affiliated to Chain hotels. International Journal of Hospitality Management. https://www.researchgate.net/publication/347975389_Guest_satisfaction_in_independent_and_affiliated_to_chain_hotels / last accessed June 12, 2023/
Putkaradze M. Michalski T. Abuselidze G. (2022). Tourism And Recreational Resources Usageperspectives Through According to Mountainous Adjaria’s Example. https://www.researchgate.net/publication/366356428_TOURISM_AND_RECREATIONAL_RESOURCES_USAGE_PERSPECTIVES_THROUGH_ACCORDING_TO_MOUNTAINOUS_ADJARIAS_EXAMPLE / Last seen June 16, 2023/

Keywords: Covid 19 pandemic, tourism industry, employment, chain hotels, qualified personnel.
JEL Codes: E24, L82, L83